Wednesday 28 May 2014

აქტივობები

ა ქ ტ ი ვ ო ბ ე ბ ი

გამოწვევა:
რა კავშირია ისტორიასა და ლიტერატურას შორის?
რა არის ისტორია და ყოველთვის მართალს ამბობს თუ არა მემატიანე ან ისტორიის წიგნი?
როგორ აისახება ისტორია ლიტერატურაში ან ლიტერატურაზე?

რამდენად იცვლება  ადამიანთა დამოკიდებულება ისტორიული ფაქტების მიმართ დროის მდინარებისა და ეპოქის გავლენით?
გაიხსენეთ მაგალითები... თვალი გადაავლეთ ჩვენს მიერ შესწავლილ მასალას...
(მოსწავლეები გაიხსენებენ წინა სემესტრში შესწავლილ მასალას - ისტორია-ქართულის ინტეგრირებულ გაკვეთილს, რომელზეც განვიხილეთ კოლაუ ნადირაძის ,,25 თებერვალი 1921წ.’’ და ბასილ მელიქიშვილის ,,დაუმარცხებელი ასეული’’... ასევე გაახსენდებათ (ან გავახსენებთ კითხვების საშუალებით) შარშანდელი პროექტი ,,გაზაფხული’’, რომლის ფარგლებში მოაზადეს პრეზენტაციები დღესასწაულებზე. მათ შორის იყო 8 მარტი, რასთან დაკავშირებითაც აღვნიშნეთ, რომ საზოგადოებამ 8 მარტი აღიქვა კომუნისტურ დღესასწაულად და მთავრობაც შეეცადა ჩაენაცვლებინა იგი 3 მარტით, დედის დღით. გააუქმეს 8 მარტი და შემოიღეს 8 მარტი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ 8 მარტი ისევ აღინიშნება, როგორც ქალთა საერთაშორისო დღე და არა კომუნისტური გადმონაშთი.)

არიან თუ არა გმირები სხვის მიწაზე, ,,სხვის’’ ომში დაღუპული ადამიანები?
უნდა აღვნიშნოთ თუ არა 9 მაისი?
რა ვიცით სამამულო ომზე? ფაშიმზე?
რომელი მწერლების შემოქმედებაში და როგორ აისახა ეს მოვლენები?

ვიწყებთ პროექტის აქტივობების დაგეგმვას... ვარჩევთ პროექტის სათაურს.....

1) მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას: 1) იცით თუ არა რა დღეა 9 მაისი? (ბავშვებსა და ახალგაზრდებში)  უნდა აღინიშნებოდეს თუ არა 9 მაისი საქართველოში? (ორ ასაკობრივ კატეგორიად: ა) ახალგაზრდები და ბავშვები; ბ) ხანშიშესული ადამიანები)

2) ინტერაქტიული გაკვეთილი - უნდა მოიძიონ და წარმოადგინონ ინფორმაცია ფაშიზმზე, 9 მაისზე, სვასტიკასა და ბორჯღალზე...
მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ გუნდურად, შეაჯერონ ინფორმაციები, დააკეთონ დასკვნები, გააცნობიერონ თუ რა იყო ფაშიზმი, რას ნიშნავს ფაშიმზე გამარჯვება, რას ნიშნავს მხოფლიო ომი; 9 მაისის ისტორია (როგორც დღესასწაული)....
გამართავენ მცირე დისკუსიას....
გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვებისა დაშეჯამების, დასკვნების გამოტანის, მსჯელობის, ანალიზის, პრეზენტაციის, მხატვრულ ტექსტზე მუშაობის, დისკუსიაში მონაწილეობის, ურთიერთთანამშრომლობისა და სხვა უნარ-ჩვევები... დააკვაშირებენ ერთმანეთთან ლიტერატურასა და ისტორიულ მოვლენებს და უფრო ღრმად ჩაწვდებიან ნაწარმოების არსს...

3) მოსწავლეების მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და დაგროვილ ცოდნას შეავსებს ლექცია ისტორიაში ფაშიზმზე. ლექციას წაიკითხავს ისტორიის პედაგოგი ჯუმბერ კვანტალიანი, რომელიც ბავშვებს უამბობს საკუთათი თვალით ნანახსაც...

4) ომი ლიტერატურაში ანუ ქართველი მწერლები ფრონტზე - მწერალთა ბიგრაფიები უნდა წარმოდაგინონ სლაიდშოუების სახით: გუნდური მუშაობა.....
უნდა მოიძონს და კლასში უნდა წავიკითხოთ და განვიხილოთ ამ მწერალთა ლექსები.....
მოსწავლეები არჩვენ ლექსებს 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის..

5) მოსწავლეები დაამზადებენ სასწავლო-შემეცნებით ბუკლეტს 9 მაისზე.

6) გაკვეთილი - ომი და ლიტერატურა
გუნდური მუშაობით განვიხილავთ ტექსტებს:გალაკტიონის ,,ომს სურს შეცვალოს ზეცა კრიალა’’;ტიციან ტაბიძის ,,ომის თემა ქართულ მწერლობაში’’;
ეკა ბასიალაიას ,,საბედისწეროდ შეწყვეტილი სამთა მეგობრობა... და ქართლი პოეზიის მარადი ჭაბუკები’’ (გაზეთი ,,რეზონანსი’’)

7) წაიკითხავენ და გააანალიზებენ მხატვრულნაწარმოებს -,,ანა ფრანკის დღიური’’.
ვუყურეთ ფილმებს, რომელიც ეხმიანება ჩვენ საკვლევ თემას(,,სინდლერის სია’’, ,,ცხოვრება მშვენიერია’’)

8) შევქმენით მხატვრული ტექსტები - თხზულება ომის თემაზე...
წარვადგინეთ თემები გაათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსისათვის - ,,ჩემი ჯარისკაცი’’.
შევქმენით ბლოგი


9) მოსწავლეები ჩაატარებენ მირზა გელოვანის პოეზიის საღამოს. თუ შესაძლებელი იქნება,  სკოლაში მოიწვევენ ომის მონაწილეებს ან მათ შთამომავლებს და გაესაუბრებიან მათ.


10) მოსწავლეები გამარჯვების დღეს ულოცავენ ომის მონაწილეებს და იწერენ მათგან მცირე ინტერვიუებს, ფრაგმენტებს, მოგონებებს....... (როგორც თავად ვარაუდობენ, ეს იქნება ექსკლუზიური მასალაJ )

No comments:

Post a Comment