Wednesday 28 May 2014

ჩემი ჯარისკაცი

გამოცხადდა კონკურსი ჩემი ჯარისკაცი. სკოლიდან, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებიდან უნდა შეერჩიათ და წარედგინათ 2-2 თემა.
მე-7 კლასი, რა საკვირველია, ჩაერთო კონკურსში და პედაგოგებმა არჩევანი შეაჩერეს ელენე წიქარიძის თემაზე.


თემამ გაიმარჯვა - ელენემ მესამე ადგილი აიღო და 

დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელითა და წიგნის მაღაზიის 

ასლარიანი ვაუჩერით!

ელენე, გილოცავთ! ეს გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარი და 

საწყისი ყოფილიყოს!







ქ. თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის
 N43 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე
ელენე წიქარიძე


  ჩემი ჯარისკაცი ჯარისკაცი - ეს ტერმინი, ჩემი აზრით, ყველასთვისაა ნაცნობი. არაა ადამიანი, რომელმაც არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა, ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა გიპასუხებს.
ბევრი იტყვის: „ჯარისკაცი არის ადამიანი, რომელიც იბრძვის ომში სამშობლოს დასაცავად“... მორჩა? ნუთუ სულ ეს არის, რაც შეგიძლიათ მათზე თქვათ? არა!...მე უფრო მეტს გეტყოდით...! ჯარისკაცი მე სულ სხვანაირად წარმომიდგენია. ვერ აღვწერ  მის ძალას ერთი წინადადებით, რადგან ჯარისკაცი ჩემთვის უბრალო ადამიანი არ არის. იგი მართლაც რომ გმირია, მაგრამ იგი არ ჰგავს არცერთ გმირს ფილმებიდან, მულტფილმებიდან. მისი გმირობა სულ სხვა რამეში მდგომარეობს. იგი არა  თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, რომელიც მოვა დასახმარებლად ნებისმიერ წამს. იგი არ მსახურობს კეთილი ან ბოროტი მეფის კარზე. იგი უბრალოდ ადამიანია, რომელსაც გულში აქვს  სიყვარული. სიყვარული - დიახ, რა გაგიკვირდათ. სიყვარული არა მოკვლისა, არა სისხლისა, არა დატყვევებისა და სხვისი მიწის თუ განძის მიტაცებისა... ესაა სიყვარული დაცვისა. დიახ, ამ გმირს უნდა დაცვა თავისი ოჯახის, დის, ძმის, დედისა და მამისა; უნდა დაცვა თავისი სახლისა და კარისა, თავისი სოფლისა და ქალაქისა, თავისი მიწისა... უნდა, რომ სახლში მოვიდეს ბრძოლანახული და დაინახოს ოჯახი, რომელიც მას ელოდება; დედა, რომელიც სიხარულის ცრემლებით ისველებს გაღიმებულ სახეს; მამა, რომელიც ამაყობს თავისი შვილით, რომელიც დაბრუნდა სახლში სიყვარულსა და სითბოს მოკლებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მარტო მის ოჯახს უხარია მისი კეთილდღეობა. დიახ, არა მარტო მის ახლობლებს. მისი კარგად ყოფნა უხარიათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც აცნობიერებენ ჯარისკაცის მნისვნელობას, მის ფუნქციასა და პასუხისმგებლობას... ჯარისკაცი გმირია მასინაც, როცა ფიცხელ ომში სიკვდილს ჩაჰყურეს თვალებში და მაშინაც, როცა ჯარში მსახურობს, რადგან ეს სამსახური უკვე ნიშნავს ომისთვის ანუ სისხლისღვრისთვის ანუ თავგანწირვისთვის მზაობას. ჯარში ყმაწვილი აცნობირებს იმ დიდ გამოცდას, რასაც ჯარისკაცობა ჰქვია, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია, რასაც თავგანწირვა ჰქვია...მე ასე წარმომიდგენია ჯარისკაცი. არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯარისკაცის მოვალეობა მხოლოდ რამდენიმე თვე ჯარში ყოფნა არაა. ეს სირბილი, ვარჯიში და თოფით სროლის კარგად სწავლა არაა საკმარისი ამ სტატუსის მისაღებად. მე მგონია ,რომ ჯარისკაცად ჩამოყალიბება რეალურად ძნელია. ძნელია, გრძნობდე მოვალეობას, რომელიც სამშობლოს წინაშე გაკისრია. ძნელია ომის წარმოდაგენა... ძნელია მწვავე ბრძოლების სისხლიან ჩრდილში აგზავნიდე სიყავრულით და სითბოთი სავსე წერილებს ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან. ძნელია, გრძნობდე სიყვარულს და სითბოს ამ სიკვდილისა და სისხლის გარემოცვაში. ეს ხომ მართლაც გმირობაზე მიგვითითებს. ესაა ჯარისკაცი ჩემთვის. იგი გმირია და ეს ერთი მისი წერილიდანაც  ჩანს. ჩანს იმ წერილებიდან, რომელსაც იგი  ფრონტიდან უგზავნის დედას: ...„დედა მიყვარხარ...  მალე დავბრუნდები. გპირდები, მართლა დავბრუნდები შენთან და ჩაგეხუტები, შენ კი მაჩუქებ იმ სითბოს, რომელიც ახლა ასე მჭირდება. ძალიან გთხოვ, დედა, ძალიან გთხოვ მითხარი, ამიხსენი, რა საჭიროა ეს ყველაფერი? ეს ომი? ნუთუ იგი სავალდებულოა ქვეყნებისთვის?.. მაგრამ რისთვის? ამ ომში ხომ ხალხი იხოცება და არა მრავლდება?! ადამიანები უბედურდებიან და არა ბედნიერდებიან!მაგრამ ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ ყველაფრის მიუხედავად... და მე შენ გპირდები:მალე დავბრუნდები და შენ იამაყებ ჩემით.’’

No comments:

Post a Comment