Wednesday 28 May 2014

აქტივობები

ა ქ ტ ი ვ ო ბ ე ბ ი

გამოწვევა:
რა კავშირია ისტორიასა და ლიტერატურას შორის?
რა არის ისტორია და ყოველთვის მართალს ამბობს თუ არა მემატიანე ან ისტორიის წიგნი?
როგორ აისახება ისტორია ლიტერატურაში ან ლიტერატურაზე?

რამდენად იცვლება  ადამიანთა დამოკიდებულება ისტორიული ფაქტების მიმართ დროის მდინარებისა და ეპოქის გავლენით?
გაიხსენეთ მაგალითები... თვალი გადაავლეთ ჩვენს მიერ შესწავლილ მასალას...
(მოსწავლეები გაიხსენებენ წინა სემესტრში შესწავლილ მასალას - ისტორია-ქართულის ინტეგრირებულ გაკვეთილს, რომელზეც განვიხილეთ კოლაუ ნადირაძის ,,25 თებერვალი 1921წ.’’ და ბასილ მელიქიშვილის ,,დაუმარცხებელი ასეული’’... ასევე გაახსენდებათ (ან გავახსენებთ კითხვების საშუალებით) შარშანდელი პროექტი ,,გაზაფხული’’, რომლის ფარგლებში მოაზადეს პრეზენტაციები დღესასწაულებზე. მათ შორის იყო 8 მარტი, რასთან დაკავშირებითაც აღვნიშნეთ, რომ საზოგადოებამ 8 მარტი აღიქვა კომუნისტურ დღესასწაულად და მთავრობაც შეეცადა ჩაენაცვლებინა იგი 3 მარტით, დედის დღით. გააუქმეს 8 მარტი და შემოიღეს 8 მარტი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ 8 მარტი ისევ აღინიშნება, როგორც ქალთა საერთაშორისო დღე და არა კომუნისტური გადმონაშთი.)

არიან თუ არა გმირები სხვის მიწაზე, ,,სხვის’’ ომში დაღუპული ადამიანები?
უნდა აღვნიშნოთ თუ არა 9 მაისი?
რა ვიცით სამამულო ომზე? ფაშიმზე?
რომელი მწერლების შემოქმედებაში და როგორ აისახა ეს მოვლენები?

ვიწყებთ პროექტის აქტივობების დაგეგმვას... ვარჩევთ პროექტის სათაურს.....

1) მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას: 1) იცით თუ არა რა დღეა 9 მაისი? (ბავშვებსა და ახალგაზრდებში)  უნდა აღინიშნებოდეს თუ არა 9 მაისი საქართველოში? (ორ ასაკობრივ კატეგორიად: ა) ახალგაზრდები და ბავშვები; ბ) ხანშიშესული ადამიანები)

2) ინტერაქტიული გაკვეთილი - უნდა მოიძიონ და წარმოადგინონ ინფორმაცია ფაშიზმზე, 9 მაისზე, სვასტიკასა და ბორჯღალზე...
მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ გუნდურად, შეაჯერონ ინფორმაციები, დააკეთონ დასკვნები, გააცნობიერონ თუ რა იყო ფაშიზმი, რას ნიშნავს ფაშიმზე გამარჯვება, რას ნიშნავს მხოფლიო ომი; 9 მაისის ისტორია (როგორც დღესასწაული)....
გამართავენ მცირე დისკუსიას....
გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვებისა დაშეჯამების, დასკვნების გამოტანის, მსჯელობის, ანალიზის, პრეზენტაციის, მხატვრულ ტექსტზე მუშაობის, დისკუსიაში მონაწილეობის, ურთიერთთანამშრომლობისა და სხვა უნარ-ჩვევები... დააკვაშირებენ ერთმანეთთან ლიტერატურასა და ისტორიულ მოვლენებს და უფრო ღრმად ჩაწვდებიან ნაწარმოების არსს...

3) მოსწავლეების მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და დაგროვილ ცოდნას შეავსებს ლექცია ისტორიაში ფაშიზმზე. ლექციას წაიკითხავს ისტორიის პედაგოგი ჯუმბერ კვანტალიანი, რომელიც ბავშვებს უამბობს საკუთათი თვალით ნანახსაც...

4) ომი ლიტერატურაში ანუ ქართველი მწერლები ფრონტზე - მწერალთა ბიგრაფიები უნდა წარმოდაგინონ სლაიდშოუების სახით: გუნდური მუშაობა.....
უნდა მოიძონს და კლასში უნდა წავიკითხოთ და განვიხილოთ ამ მწერალთა ლექსები.....
მოსწავლეები არჩვენ ლექსებს 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის..

5) მოსწავლეები დაამზადებენ სასწავლო-შემეცნებით ბუკლეტს 9 მაისზე.

6) გაკვეთილი - ომი და ლიტერატურა
გუნდური მუშაობით განვიხილავთ ტექსტებს:გალაკტიონის ,,ომს სურს შეცვალოს ზეცა კრიალა’’;ტიციან ტაბიძის ,,ომის თემა ქართულ მწერლობაში’’;
ეკა ბასიალაიას ,,საბედისწეროდ შეწყვეტილი სამთა მეგობრობა... და ქართლი პოეზიის მარადი ჭაბუკები’’ (გაზეთი ,,რეზონანსი’’)

7) წაიკითხავენ და გააანალიზებენ მხატვრულნაწარმოებს -,,ანა ფრანკის დღიური’’.
ვუყურეთ ფილმებს, რომელიც ეხმიანება ჩვენ საკვლევ თემას(,,სინდლერის სია’’, ,,ცხოვრება მშვენიერია’’)

8) შევქმენით მხატვრული ტექსტები - თხზულება ომის თემაზე...
წარვადგინეთ თემები გაათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსისათვის - ,,ჩემი ჯარისკაცი’’.
შევქმენით ბლოგი


9) მოსწავლეები ჩაატარებენ მირზა გელოვანის პოეზიის საღამოს. თუ შესაძლებელი იქნება,  სკოლაში მოიწვევენ ომის მონაწილეებს ან მათ შთამომავლებს და გაესაუბრებიან მათ.


10) მოსწავლეები გამარჯვების დღეს ულოცავენ ომის მონაწილეებს და იწერენ მათგან მცირე ინტერვიუებს, ფრაგმენტებს, მოგონებებს....... (როგორც თავად ვარაუდობენ, ეს იქნება ექსკლუზიური მასალაJ )

ჩემი ჯარისკაცი

გამოცხადდა კონკურსი ჩემი ჯარისკაცი. სკოლიდან, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებიდან უნდა შეერჩიათ და წარედგინათ 2-2 თემა.
მე-7 კლასი, რა საკვირველია, ჩაერთო კონკურსში და პედაგოგებმა არჩევანი შეაჩერეს ელენე წიქარიძის თემაზე.


თემამ გაიმარჯვა - ელენემ მესამე ადგილი აიღო და 

დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელითა და წიგნის მაღაზიის 

ასლარიანი ვაუჩერით!

ელენე, გილოცავთ! ეს გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარი და 

საწყისი ყოფილიყოს!







ქ. თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის
 N43 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე
ელენე წიქარიძე


  ჩემი ჯარისკაცი ჯარისკაცი - ეს ტერმინი, ჩემი აზრით, ყველასთვისაა ნაცნობი. არაა ადამიანი, რომელმაც არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა, ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა გიპასუხებს.
ბევრი იტყვის: „ჯარისკაცი არის ადამიანი, რომელიც იბრძვის ომში სამშობლოს დასაცავად“... მორჩა? ნუთუ სულ ეს არის, რაც შეგიძლიათ მათზე თქვათ? არა!...მე უფრო მეტს გეტყოდით...! ჯარისკაცი მე სულ სხვანაირად წარმომიდგენია. ვერ აღვწერ  მის ძალას ერთი წინადადებით, რადგან ჯარისკაცი ჩემთვის უბრალო ადამიანი არ არის. იგი მართლაც რომ გმირია, მაგრამ იგი არ ჰგავს არცერთ გმირს ფილმებიდან, მულტფილმებიდან. მისი გმირობა სულ სხვა რამეში მდგომარეობს. იგი არა  თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, რომელიც მოვა დასახმარებლად ნებისმიერ წამს. იგი არ მსახურობს კეთილი ან ბოროტი მეფის კარზე. იგი უბრალოდ ადამიანია, რომელსაც გულში აქვს  სიყვარული. სიყვარული - დიახ, რა გაგიკვირდათ. სიყვარული არა მოკვლისა, არა სისხლისა, არა დატყვევებისა და სხვისი მიწის თუ განძის მიტაცებისა... ესაა სიყვარული დაცვისა. დიახ, ამ გმირს უნდა დაცვა თავისი ოჯახის, დის, ძმის, დედისა და მამისა; უნდა დაცვა თავისი სახლისა და კარისა, თავისი სოფლისა და ქალაქისა, თავისი მიწისა... უნდა, რომ სახლში მოვიდეს ბრძოლანახული და დაინახოს ოჯახი, რომელიც მას ელოდება; დედა, რომელიც სიხარულის ცრემლებით ისველებს გაღიმებულ სახეს; მამა, რომელიც ამაყობს თავისი შვილით, რომელიც დაბრუნდა სახლში სიყვარულსა და სითბოს მოკლებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მარტო მის ოჯახს უხარია მისი კეთილდღეობა. დიახ, არა მარტო მის ახლობლებს. მისი კარგად ყოფნა უხარიათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც აცნობიერებენ ჯარისკაცის მნისვნელობას, მის ფუნქციასა და პასუხისმგებლობას... ჯარისკაცი გმირია მასინაც, როცა ფიცხელ ომში სიკვდილს ჩაჰყურეს თვალებში და მაშინაც, როცა ჯარში მსახურობს, რადგან ეს სამსახური უკვე ნიშნავს ომისთვის ანუ სისხლისღვრისთვის ანუ თავგანწირვისთვის მზაობას. ჯარში ყმაწვილი აცნობირებს იმ დიდ გამოცდას, რასაც ჯარისკაცობა ჰქვია, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია, რასაც თავგანწირვა ჰქვია...მე ასე წარმომიდგენია ჯარისკაცი. არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯარისკაცის მოვალეობა მხოლოდ რამდენიმე თვე ჯარში ყოფნა არაა. ეს სირბილი, ვარჯიში და თოფით სროლის კარგად სწავლა არაა საკმარისი ამ სტატუსის მისაღებად. მე მგონია ,რომ ჯარისკაცად ჩამოყალიბება რეალურად ძნელია. ძნელია, გრძნობდე მოვალეობას, რომელიც სამშობლოს წინაშე გაკისრია. ძნელია ომის წარმოდაგენა... ძნელია მწვავე ბრძოლების სისხლიან ჩრდილში აგზავნიდე სიყავრულით და სითბოთი სავსე წერილებს ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან. ძნელია, გრძნობდე სიყვარულს და სითბოს ამ სიკვდილისა და სისხლის გარემოცვაში. ეს ხომ მართლაც გმირობაზე მიგვითითებს. ესაა ჯარისკაცი ჩემთვის. იგი გმირია და ეს ერთი მისი წერილიდანაც  ჩანს. ჩანს იმ წერილებიდან, რომელსაც იგი  ფრონტიდან უგზავნის დედას: ...„დედა მიყვარხარ...  მალე დავბრუნდები. გპირდები, მართლა დავბრუნდები შენთან და ჩაგეხუტები, შენ კი მაჩუქებ იმ სითბოს, რომელიც ახლა ასე მჭირდება. ძალიან გთხოვ, დედა, ძალიან გთხოვ მითხარი, ამიხსენი, რა საჭიროა ეს ყველაფერი? ეს ომი? ნუთუ იგი სავალდებულოა ქვეყნებისთვის?.. მაგრამ რისთვის? ამ ომში ხომ ხალხი იხოცება და არა მრავლდება?! ადამიანები უბედურდებიან და არა ბედნიერდებიან!მაგრამ ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ ყველაფრის მიუხედავად... და მე შენ გპირდები:მალე დავბრუნდები და შენ იამაყებ ჩემით.’’

Monday 12 May 2014

9 მაისი

და ბოლოს, 9 მაისს ვაკის პარკში წავედით ვეტერანებს გამარჯვების დღე მივულოცეთ და მათგან ,,მოგონებები'' ჩავიწერეთ. (ისტორიულად 9 მაისი არ არის გამარკვების დღეო, - მაგრამ ზუსტად რომელ დღეს დამთავრდა ომი ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა გამარჯვების დღედ სწორედ 9 მაისია აღიარებული.)
ვესაუბრეთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის ქარ-ცეცხლი, თანაც როგორი ომის!..  ერთი ვეტერანი ალექსანდრე ნეველის ორდენით იყო დაიდოებული სხვა მრავალ ორდენთანდა და მედალთან ერთად.... მერე ქერჩში იბრძოდა... ყვებოდნენ როგორ ასცდა ომძი ძმა ძმას, როცა დაჭრილი გადაჰყვადათ; როგორ იპოვა მამამ შვილი მოულოდნელად..... გვეგონა ფილმს ვუყურებდით, მაგრა ეს ფილმზე და წიგნზე უფრო მძაფრი იყო.... ვეტერანებს მოსვნებას არ აძლევდნენ - უამრავი ჟურნალისტი მოდიოდა და ღაღაცას ეკითხებოდა... ბევრმა მათგანმა არ გაგვაწბილა ბავშვები, მაგრამ ზოგს საუბარი უჭირდა, ზოგი დაღლილი იყო... გვერიდებოდა კიდეც მათი შეწუხება, მაგრამ ვფიქრობდით, ვინ იცის, ხვა ასეთი შანსი კიდევ იქნება? ეს ადამიანები ხომ ცოცხალი ლეგენდები არიან! ჩვენ ცოცხალ წარსულის და აწმყოს პირისპირ ვიდექით და ვნატრობდით: ნეტა შეიძლებოდეს ყველას თავგადასავლის ჩაწერა!......... ღმერთო დიდხანს აცოცხლე ეს ადამიანები, მიეცი მათ მხნეობა და გამძლეობა, ჯანის სიმრთელე და შემართება, ისეთი, როგორიც მათ გმირულ სულს შეეფერება!!!

იხ. ექსკლუზიური მასალა - ,,მოგონებები''