Monday 28 April 2014

ომი

დავალება: გადმოეცით თქვენი გრძნობები, თქვენი დამოკიდებულება, დახატეთ ომი ან შექმენით კოლაჟი; შეგიძლიათ მიმართოთ ბსტრაქციას, თუ გსურთ, გადმოეცით მხოლოდ ფერთა გამის საშუალებით......















Thursday 24 April 2014

ანა ფრანკის დღიური

აი, როგორ დაიწყო ყველაფერი!


და ანა ფრანკის დღიური ყველამ წავიკითხეთ (ქეთიმ, კი ხელახლა წაიკითხა!!!). გზადაგზა ვყვებოდით საინტერესო პასაჟებს, ვმსჯელობდით, გამოვხატავდით ჩვენს ემოციებს, განცდებს, ვარაუდებს... ...


იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა




ისტორიული ექსკურსი - ლექცია

ისტორიული ექსკურსი - ლექციას კითხულობს 43-ე სკოლის ისტორიის პედაგოგი და ჩვენი ანუ  მე-7 კლასის დამრიგებელი - ჯუმბერ კვანტალიანი.

ლექციის ფრაგმენტები




ბუკლეტი

ვმსჯელობთ ბუკლეტის დამზდებაზე



























გაკვეთილი-პრეზენტაცია (ქართველ მწერლებზე)

სახლში მოვიძიეთ ზოგადი ინფორმცია და ფოტოები (რადგან მათი დაბეჭდვა სკოლაში ვერ მოხერხდებოდა), დანარჩენი მასალა ანუ ძირითადი ინფორმაცია, დაწვრილებით უკვე სკოლაში, ინფორმატიკის კაბინეტში მუშაობით შევავსეთ.
ჯგუფებში შევქმენით კედლის გაზეთები და სლაიდშოუები.

იხილეთ მასალები:

ბავშვების ნამუშევრები

ფოტომასალა

ომი და ლიტერატურა

ომზე ბევრი ლექსი მოვიძიეთ, ბევრი ვისწავლეთ, მაგრმა ეს გაკვეთილი მაინც საინტერესო იყო, დატვირთული ინფორმაციულადაც და ემოციურადაც, თითქოს კიდევ ერთხელ სხვაგვარად შევხედეთ ომს, არა ისე, როგორც კინოებში, არა ისე, როგორც სურათებში, არც ისე, როგორც ისტორიაში, არამედ ისე, როგორც ამას ერთი კონკრეტული ადმიანი განიცდის, ისე როგორც განიცდის პოეტი, სიე როგორც განიცდის ღიმილის ბიჭი

იხილეთ მასალები

9 მაისი (გაკვეთილი)

კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი!!!

გაკვეთილის გეგმა, ფოტომსალა, დისკუსიის დასკვნები, ბავშვების ნამუშევრები და სხვა მასალები იხილეთ საქაღალდეში.

საშინაო დავალება - თხზულება ომის თემაზე

დავალების მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი ხედვისა და უნარების გააქტიურება, თანაგანცდის, ემპათიის გაღვივება, მხატვრული ტექსტის შექმნის უნარის გამომუშავება.... ამდენად, მოსწავლეებმა იციან, რომ ფასდება ტექსტის მხატვრულობა, ორიგინალურობა...

...ასეთ დავალებებს ხშირად ვასრულებთ და განსაკუთრებულად გვიყვარს, რადგან მასწავლებელი გრამტიკულ ხარვეზებს კი არ აქცევს დიდ ყურადღებას, არამედ ორიგინალურ აზროვნებას; იმას, თუ რამდენად მხატვრულია ტექსტი ანუ რამდენად შეიძლება ეწოდოს ჩვენს ნამუშევარს მხარტვრული ნაწარმოები; ჩვენც გვაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია სხვისი განცდების ,,გათავსიება'', წარმოსახვით სხვის სულში ჩახედვა, სხვისი ფიქრების ამოკითხვა, სხვისი თავგადასავლის წარმოდგენა და საკუთარ თავში განცდა.
ასეთი გაკვეთილები ყველაზე საინტერესო იმითაა, რომ ზოგჯერ ვისგანაც არ ველით, სწორედ ის გაგვაოცებს ხოლმე.. კიდევ კარგი ისაა, რომ ბევრი ათები იწერება :)